თამაშგარე

10:49 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რა „ილეთებს“ უტარებს შვაინშტაიგერი ანა ივანოვიჩს?

ჩვენ კარგად ვიყოთ და როდესაც საღამოს ჟამი მოატანს, ვეტერანი გერმანელი მობურთალი ბასტიან შვაინშტაიგერი თავის მეჩოგნე ცოლს, ანა ივანოვიჩს თურმე ისეთ ამბებს აწევს და ისეთ „ილეთებს“ უტარებს, ამის დამნახავი კაცი თვალებზე ხელს აიფარებს და გულში ჩაილაპარაკებს: „ჯანის სიმრთელე ნუ მოგკლებოდეს ქალბატონო ანაო...“

თქვენ ახლა რაც გაიფიქრეთ, იმაზე ნამდვილად არ ვსაუბრობთ. საქმე ისაა, რომ როგორც ბუნდესქვეყნის ბულვარული მედია გვამცნობს, ეს ბასტიან შვაინშტაიგერი ნამეტანი უხიაგი ქმარი ყოფილა და შეიძლება მთლად ცემა-ტყეპას არა, მაგრამ ბღავილსა და თვალების კარკვლას ნამდვილად არ აკლებს თავის ცოლს.

ნათქვამია, “როდესაც ურემი გადაბრუნდებაო“ და ამ ამბებმა გერმანელ ბულვარულ მოკალმეებს ისიც გაახსენა, რომ ბასტიანი თავის წინა ცოლთანაც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და მუდმივად დიდ აურზაურს ტეხდა სახლში. ისე, შვაინშტაიგერმა არ იცის, ივანოვიჩის ქალს ერთი თუ გადაუბრუნდა ტვინი, როგორი პასუხის დაბრუნება შეუძლია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133469