ფეხბურთი

1:00 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” იჰეანაჩო გაიფორმა

“ლესტერმა” ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი კელეჩი იჰეანაჩო გაიფორმა. “მელიების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

“მანჩესტერ სიტიმ” კელეჩის სანაცვლოდ 27.7 მილიონი ევრო მიიღო.

იჰეანაჩომ გასულ სეზონში მანჩესტერული კლუბის მაისური 29-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114673