ფეხბურთი

23:11 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნეიმარის კონტრაქტი გამოისყიდეს

ნეიმარის წარმომადგენლებმა “ბარსელონასგან” ფეხბურთელის კონტრაქტი გამოისყიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ბლაუგრანას” განცხადებაში წერია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლები ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში “ბარსელონას” ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტისთვის კატალონიურ კლუბს 222 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ამის შემდეგ, “ბარსელონა” ზემოხსენებული ოპერაციის დეტალებს უეფას გადაუგზავნის, რომელიც შესაძლო დისციპლინარულ ზომებზე იქნება პასუხისმგებელი.

ამრიგად, ნეიმარი “ბარსელონას” ფეხბურთელი აღარაა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, მას უახლოეს დღეებში “პარი სენ-ჟერმენის” მაისურში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბლაუგრანას” ღირსებას 2013 წლიდან იცავდა და 186 მატჩში 105 გოლის გატანა მოახერხა. მან “ბარსელონასთან” ერთად ყველა იმ ტურნირის მოგება მოახერხა, რომელშიც ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110004