ფეხბურთი

19:55 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1 პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერში მხარს უჭერს

საფრანგეთის საფეხბურთო ლიგამ ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ლა ლიგის ქმედებით გაკვირვებულია. როგორც ცნობილია, პარიზულმა გრანდმა ესპანეთის საფეხბურთო ლიგას "ბარსელონადან" ნეიმარის შეძენისთვის საბანკო დოკუმენტები გაუგზავნა, თუმცა ლიგის ხელმძღვანელობამ საბუთების მიღებაზე უარი განაცხადა.

"საფრანგეთის საფეხბურთო ლიგა გაკვირვებულია ლა ლიგის ქმედებით, რომელმაც უარი განაცხადა ტრანსფერზე. ლიგა მხარს უჭერს "პარი სენ ჟერმენს" და ნეიმარს უსურვებს ლიგა 1-ს შეუერთდეს." - ნათქვამია განცხადებაში.

ჯერჯერობით ტრანსფერი შეჩერებულია, თუმცა ლა ლიგის გარდა პრობლემას ნეიმარის პსჟ-ში გადასვლასთან დაკავშირებით სხვა მხარე ვერ ხედავს. პრეტენზიები არ აქვს უეფას, არც ფიფას და არც "ბარსელონას".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120125