ფეხბურთი

16:38 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ და ნეიმარი ლა ლიგამ შეაჩერა, ადვოკატი ფიფას მიმართავს

ფრანგულმა “პარი სენ ჟერმენმა” ესპანეთის საფეხბურთო ლიგას “ბარსელონადან” ნეიმარის შეძენისთვის საჭირო საბანკო დოკუმენტაცია გაუგზავნა, თუმცა ლიგის ხელმძღვანელობა მის მიღებაზე უარს ამბობს, რის გამოც ტრანსფერი შეჩერებულია.

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ნეიმარის გამოსასყიდი თანხის, 222 მილიონი ევროს წარმომავლობის დადასტურებას ითხოვს და მიიჩნევს, რომ ფრანგული კლუბი ამ თანხის გადახდით ფინანსურ fair play-ს წესებს არღვევს. ტებასის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პსჟ ამ ტრანსფერით ფეხბურთში დესტაბილიზაციას იწვევს.

ესპანური გამოცემების ცნობით, ნეიმარი და მისი ადვოკატი ლა ლიგის ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ, მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი ბრაზილიელი ფეხბურთელის ადვოკატი ფიფას მიმართავს, რათა საკითხი დროულად მოგვარდეს და ნეიმარმა პსჟ-ს შემადგენლობაში უკვე ამ კვირის ბოლოს შეძლოს თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111141