თამაშგარე

10:33 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლატარეა ჟიზელ ბუნდჰენის “მოსაპოვებლად”

ბოლო საფეხბურთო მუნდიალის თილისმა, ჩვენი პლანეტის ოთხივ კუთხეში პოპულარული ბრაზილიელი მოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი, ჭეშმარიტად ის ქალია, რომელთან თუნდაც ერთი წყნარი საღამოს გატარებაზე უამრავი მამრი ოცნებობს და ეს ოცნებები ლეგიტიმურია, რადგან შეუძლებელია კაცთა სქესს მიეკუთვნებოდე და ჟიზელის სახემ და ფორმებმა არ აღგაფრთოვნოს.

რაკი მსურველი ბევრია, ჟიზელმა და მისმა მენეჯერებმა ფულის კეთების კიდევ ერთი საინტერესო საშუალება მოიფიქრეს და შექმნეს ლატარეა, სადაც მთავარი პრიზი ჟიზელ ბუნდჰენთან ფეშენებელურ რესტორანში ერთი საღამოს გატარებაა იმის იმედით, რომ ამ საღამოს “სათანადო გაგრძელებაც” ექნება.

თუკი ეს ლატარეა რბილად რომ ვთქვათ არასასურველმა კაცმა მოიგო, საღამოს მასთან გატარებისგან თავის აცილების ხერხების მოფიქრების “პატივი” მოდით ჟიზელსა და მის ცბიერ მენეჯერებს დავუთმთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ბუნდჰენთან საღამოს გატარების მსურველი მრავალი ოყლაყი ჩადგება ლატარეის ბილეთების რიგში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135702