ჭიდაობა

10:01 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა თავისუფლების ვერცხლ-ბრინჯაო

ტამპერეში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საპრიზო სამეულები რვავე წონით კატეგორიაში შეივსო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საბოლოო მონაგარი კი ორი მედალია. გივი მაჭარაშვილის (96 კგ) მიერ გუშინწინ მოპოვებულ ვერცხლს გუშინ ივერიკო ჯულაყიძემ (66 კგ) ბრინჯაო მიამატა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ჯულაყიძემ მეოთხედფინალში დაასრულა მომავალ ჩემპიონთან - რუსეთის ნაკრების წევრ დავიდ ბაევთან მარცხით (0:10). იქამდე ორი მეტოქე ჩამოიშორა: იაპონელი კოჯირო შიგა (6:4) და ეგვიპტელი ამრ რედა რამადან ჰუსენი (10:4). ბრინჯაოს გზაზე კი ალჟირელ იშაკ ბუხორსსა (14:4) და სომეხ გევორგ მხეიანს (6:4) აჯობა.

დღესვე, ფინალურ ბლოკში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უმძიმესმა წევრმა ზურიკო ურთაშვილმაც (120 კგ) იჭიდავა, მაგრამ პოდიუმამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ურთაშვილმა შეჯიბრება უკრაინის ნაკრების წევრ მაგამედ ზაკარიევთან მოგებით (10:0) გახსნა. შემდეგ ინდოელ მოჰიტ მოჰიტსაც აჯობა (11:0). მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან - ამერიკელ გაბლი დან სტევენსონთან ვეღარას გახდა (0:11) და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ უმარ ისმაილოვს აჯობა (13:6). "ბრინჯაოს ფინალში” კი რუსეთის ნაკრების წევრ ზაურ კოზონოვთან დამარცხდა (2:4) და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

რობერტ დინგაშვილი (55 კგ) და ზაურ ბერაძე (84 კგ) მსოფლიოს პირველობას მოგების გარეშე გამოეთიშნენ.

დინგაშვილმა (55 კგ) ფინურ ხალიჩაზე ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე წარუმატებლად. მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ისმაილ გაჯიევთან დამარცხდა (1:11). მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გაჯიევმა ფინალის საგზური გაინაღდა, ქართველი მოჭიდავე დამამშვიდებელ ეტაპზე გადავიდა და სომეხ არსენ ჰარუთინიანთან წააგო (5:16).

ზაურ ბერაძემ (84 კგ) შეჯიბრება ირანელ აჰმად იუსეფ ბაზრიგალეჰთან შეხვედრით (2:8) დაიწყო და დაასრულა.

დღეს და ხვალ ტამპერეს ხალიჩებზე ქალები იჭიდავებენ. ჩემპიონატის ბოლო ორ დღეს – 5-6 აგვისტოს კი საპრიზო სამეულები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში შეივსება.

მსოფლიოს ჩემპიონატი

თავისუფალი ჭიდაობა

ახალგაზრდები

ტამპერე

1-2 აგვისტო

50 კგ

1 შაჰინ მუხტაროვი (აზერბაიჯანი)

2 კარენ ზურაბიანი (სომხეთი)

3 ნასანბუიან ნარმანდახი (მონღოლეთი)

3 აკბარ კენჟებეკ ულუ (ყირგიზეთი)

55 კგ

1 დეიტონ დუაინ ფიქსი (აშშ)

2 ისმაილ გაჯიევი (რუსეთი)

3 აფგან ხაშალოვი (აზერბაიჯანი)

3 არსენ ჰარუთინიანი (სომხეთი)

60 კგ

1 აბდულა ახმედოვი (რუსეთი)

2 მიშელ სტივენ მაკკი (აშშ)

3 ჰირომუ საკაკი (იაპონია)

3 იონეს ალიაკბარ ემამიჩოგაეი (ირანი)

66 კგ

1 დავიდ ბაევი (რუსეთი)

2 რაიან ენდრიუ დეაკინი (აშშ)

3 ივერიკო ჯულაყიძე (საქართველო)

3 ტემუულენ ენხუტუია (მონღოლეთი)

74 კგ

1 მარკ ჯონ ჰოლი (აშშ)

2 ისა შაპიევი (უზბეკეთი)

3 მოჰამად მოტაგინია (ირანი)

3 ვეერ დევ გულია (ინდოეთი)

84 კგ

1 არტურ ნაიფონოვი (რუსეთი)

2 ჟაჰიდ ვალენსია (აშშ)

3 აჰმად იუსეფ ბაზრიგალეჰი (ირანი)

3 გაჯიმურად მაგომედსაიდოვი (აზერბაიჯანი)

96 კგ

1 შამილ მუსაევი (რუსეთი)

2 გივი მაჭარაშვილი (საქართველო)

3 კოლინ მური (აშშ)

3 იბრაჰიმ ჩიფჩი (თურქეთი)

120 კგ

1 გაბლი დან სტივენსონი (აშშ)

2 ნაეიმ რაჰიმ ჰასანზადე (ირანი)

3 ზაურ კოზონოვი (რუსეთი)

3 ფეიზულა აკტურკი (თურქეთი)

5 ზურიკო ურთაშვილი (საქართველო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114085