ფეხბურთი

19:51 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ნეიმარის ტრანსფერში პრობლემას ვერ ხედავს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" შემტევის ნეიმარის "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერთან დაკავშირებით უეფამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით პრობლემას ვერ ხედავს შესაძლო გარიგებაში, თუმცა ყველა კლუბს ფინანსური ფეირ-პლეის დაცვისკენ მოუწოდებს.

"საჩივრები რომელიმე მხარისგან არ მიგვიღია. ყველა კლუბმა ევროპაში პატივი უნდა სცეს ფინანსურ ფეირ-პლეის წესებს (კლუბმა უნდა დაამტკიცოს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ფეხბურთელთა გასხვისებით მიღებულ თანხაზე 30 მილიონი ევროთი მეტი არ დაუხარჯავს ახალ მოთამაშეთა შეძენაზე). უეფა დააკვირდება ამ ტრანსფერს, რათა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ქმედება ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ნეიმარის გადასვლა პსჟ-ში გავლენას მოახდენს კლუბის ფინანსებზე, თუმცა წინასწარ განსჯა აღნიშნული ქმედების ნაადრევია, ასევე პარიზულ კლუბს შეუძლია რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდოს. ამის შემდეგ ყველაფერი დაითვლება და გაირკვევა რამდენად პატივისცემით მოეკიდნენ ფინანსურ წესებს ფრანგები." - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

"ბარსელონას" განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ნეიმარი პსჟ-ში მას შემდეგ გადავა, რაც მსურველი კლუბი 222 მილიონ ევროს გადაიხდის. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი თვეა დარჩენილი, შესაბამისად "პარი სენ ჟერმენს" შანსი აქვს ყველაფერი მოაგვაროს და უეფასგან დისკვალიფიკაცია არ მიიღოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111525