ფეხბურთი

20:19 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” “ფიორენტინას” ნახევარმცველი შეიძინა

მილანის “ინტერმა” “ფიორენტინას” 25 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი მატიას ვესინო დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას მილანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “ინტერს” ვესინოს ტრანსფერი 24 მილიონ ევრო დაუჯდა. კლუბმა ახალწვეულთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

განვლილ სეზონში ვესინომ “ფიორენტინას” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 40 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117105