თამაშგარე

10:12 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილასის ცოლი გაიუს იულიუს კეისრის მკლავებში...

მსოფლიოში ცნობილ არაერთ ლამაზმანს უოცნებია თეატრსა თუ კინოში, ეგვიპტის ისტორიული დედოფლის - კლეოპატრას როლი შეესრულებინა. თუმცა, ეს ოცნება მხოლოდ რჩეულებს აუხდათ და ეს არცაა გასაკვირი, რადგან, დიდი კონკურენცია თავის მხრივ მხოლოდ გამორჩეულებს სწყალობს.

ლეგენდარული ესპანელი გოლკიპერის, იკერ კასილასის არანაკლებ ლეგენდარული ცოლი, ხელობით ჟურნალისტი და მოყვარული მსახიობი, სარა კარბონერო იმ ბედნიერ ასულთა შორის აღმოჩნდა, რომელთაც ავხორცი კლეოპატრას როლის შესრულების ტვირთი ხვდათ წილად და ეს ამბავი თავად სარას ძალზედ ახარებს.

კარბონეროს საფრანგეთის კონოსტუდიიდან დაუკავშირდნენ და მათ შესთავაზეს კლეოპატრას როლი შეესრულებინა ფილმში, სადაც ისტორიული მოვლენები განსხვავებული კუთხით იქნება ნაჩვენები. სარა კარბონერო ამ შეთავაზებას სიხარულით დასთანხმდა და სულ მალე, იკერ კასილასის ცოლი დიდებული „გაიუს იულიუს კეისრის“ მკლავებში აღმოჩნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118001