ფეხბურთი

23:45 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამომ" შესაძლოა 25 წლის ირანელი ნახევარმცველი დაიმატოს

თბილისის "დინამოში", შესაძლოა, ირანელმა პაიამ სადეღიანმა ითამაშოს. სადეღიანი 25 წლისაა, მან 5 მატჩი ჩაატარა ირანის ეროვნულ ნაკრებში და ერთი გოლი გაიტანა (ქუვეითთან), მანამდე კი ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა.

სადეღიანი თბილისშია, თავისუფალი აგენტი გახლავთ და კლუბი მალე მიიღებს მის დარჩენა-წასვლაზე გადაწყვეტილებას. ირანელის შესახებ ინფორმაციას კლუბის საიტი ავრცელებს.

ტექნიკური ფეხბურთელია. "დინამოდან" ამ ზაფხულს წასული ფეხბურთელებიდან, სათამაშო მანერით, საბა ლობჟანიძეს წააგავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108068