ფეხბურთი

0:20 | 1.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სალიჰამიჯიჩი “ბაიერნის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

ვეტერანი ფეხბურთელი ჰასან სალიჰამიჯიჩი მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა. აღნიშნული ცნობა “რეკორდმაისტერის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

სალიჰამიჯიჩმა ნახსენები პოსტი 2020 წლის 30 ივნისამდე დაიკავა. ის მატიას ზამერს შეცვლის, რომელიც “ბაიერნის” სპორტული დირექტორი 2012-2016 წლებში იყო.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ბოსნიელი “ბაიერნის” ღირსებას 9 წელი იცავდა. მან 1998-2007 წლებში გერმანული გრანდის მაისურით 322 შეხვედრა ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა.

0.113002