თამაშგარე

10:12 | 31.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ღვინოები, რომლებიც დიდ სპორტულ მოვლენებს გვახსენებს

უკანასკნელ წლებში ცნობილი ადამიანების მიერ სახელობითი ღვინის წარმოება მთელს მსოფლიოში ერთობ პოპულარული გახდა და დაწყებული პოლიტიკოსებითა და დამთავრებული ცნობილი სპორტსმენებით, ვისაც კი სურვილი აქვს, ყველამ სახელობითი ღვინის ჩამოსხმა დაიწყო. აღარაფერს ვამბობთ სპორტულ კლუბებზე და ჩვენ ადრეც გაუწყეთ, რომ თითქმის ყველა კლუბს საკუთარი სამარკო ღვინო აქვს ჩამოსხმული.

მოდაშია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენისა და თარიღის აღსანიშნავად შექმნილი ღვინოები. დაწყებული ბასტილიის აღებით და დამთავრებული ამერიკის დამოუკიდებლობის დღით. სხვადასხვა თარიღებისადმი მიძღვნილი ღვინის ნიმუშები მთელს მსოფლიოში იყიდება, მაგრამ როგორც ჩანს განსაკუთრებული პოპულარობით, დიდი სპორტული მოვლენის ამსახველი ღვინოები სარგებლობს.

მაგალითად, საფეხბურთო კლუბ „რეალს“ თავისი არსებობის განმავლობაში, 12 მატჩის უკვდავსაყოფად აქვს ღვინოები ჩამოსხმული, რომელთა ეტიკეტზეც მხოლოდ იმ მატჩების ანგარიში წერია. ანალოგიურად იქცევა კატალონიის „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „იუვენტუსი“ და ევროპის სხვა პოპულარული კლუბები.

არგენტინაში კი ბუენოს აირესის ლეგენდარულმა კლუბმა - „ბოკა ხურნიორსმა“ ერთ-ერთ არგენტინულ ღვინის მწარმოებელ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან ღვინის კომპანია ვალდებულია მომდევნო 30 წლის განმავლობაში, „ბოკას“ მიერ მოსისხლე კლუბ „რივერ პლეიტზე“ ყოველი გამარჯვების აღსანიშნავად ღვინო ჩამოასხას. ეს კლუბის იმიჯის ამაღლების გარდა, ცხადია არგენტინული ღვინის პოპულარიზაციასაც ემსახურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134035