ფეხბურთი

17:03 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” დაინომრა

იტალიური “მილანი” 2017-2018 წლების სეზონისთვის დაინომრა. გუნდში მყოფმა ფეხბურთელებმა უკვე აირჩიეს ის ციფრები, რაც მაისურზე ექნებათ გამოსახული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს საბოლოო არაა და მაგალითად, თუ რომელიმე ფეხბურთელი კლუბს დატოვებს, მისგან გათავისუფლებული ნომრის აღება ახალწვეულს შეეძლება. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე “მილანის” სატრანსფერო აქტიურობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ხოლო თავისუფალი ნომრებიდან გამოსარჩევია “7”, რომელსაც, იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, სეზონის დაწყებამდე პატრონი გამოუჩნდება.

მეკარეები: 90. ანტონიო დონარუმა, 99. ჯანლუიჯი დონარუმა, 30. მარკო სტორარი

მცველები: 2. დავიდე კალაბრია, 20. ინაციო აბატე, 12. ანდრეა კონტი, 17. კრისტიან ძაპატა, 29. გაბრიელ პალეტა, 19. ლეონარდო ბონუჩი, 13. ალესიო რომანიოლი, 22. მატეო მუსაკიო, 15. გუსტავო გომესი, 31. ლუკა ანტონელი, 68. რიკარდო როდრიგესი

ნახევარმცველები:21. ლუკას ბილია, 79. ფრანკ კესიე, 18. რიკარდო მონტოლივო, 23. ხოსე სოსა, 4. ხოსე მაური, 73. მანუელ ლოკატელი, 5. ჯაკომო ბონავენტურა, 8. სუსო, 10. ჰაქან ჩალჰანოღლუ

თავდამსხმელები:70. კარლოს ბაკა, 11. ფაბიო ბორინი, 9. ანდრე სილვა, 94. მბაიე ნიანგი, 63. პატრიკ კუტრონე

თეგებიმილანი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115185