ფეხბურთი

16:35 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინა” კრანევიტერს უმიზნებს

“ფიორენტინას” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე “ატლეტიკოს” ჩამშლელი ნახევარმცველი მატიას კრანევიტერია – იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.

ნახსენები წყაროს ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას ახალგაზრდა არგენტინელის დამატება ძალიან უნდა და მის ტრანსფერში 6 მილიონ ევროს იხდის.

კრანევიტერი “ატლეტიკოში” 2015 წლის იანვარში “რივერ პლეიტიდან” 8 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ვერ მოახერხა და გასულ სეზონში “სევილიაში” გახლდათ განათხოვრებული, სადაც 32 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133489