ფეხბურთი

20:44 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი”: დიბალა არ იყიდება!

იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” პაულო დიბალას არ გაასხვისებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურ მედიას გუნდის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაუდასტურა.

“პაულო არანაირ ფასად არ იყიდება. ჩვენ უკვე გვქონდა წინადადებები, მაგრამ დიბალა არ იყიდება”, - თქვა მაროტამ.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში არგენტინელის მიმართ დაინტერესებას “ბარსელონა” გამოხატავს, რომელსაც 23 წლის შემტევი ნეიმარის შემცვლელად ესახება.

პაულო დიბალამ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 31 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125169