ფეხბურთი

12:23 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რივალდოს შვილის ეფექტური ევროდებიუტი (VIDEO)

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის რივალდოს ვაჟმა ევროტურნირებზე დებიუტი ეფექტური გოლით აღნიშნა. რივალდიონომ, რომელიც ბუქარესტის "დინამოს" რიგებში თამაშობს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბილბაოს "ატლეტიკს" შორი მანძილიდან გაუტანა და მისი გუნდი მარცხისგან იხსნა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

რივალდინიომ ევროპაში კარიერის მოწყობა ორი წლის წინ "ბოავიშტაში" სცადა, თუმცა პორტუგალიაში ფეხი ვერ მოიკიდა და მალევე სამშობლოში დაბრუნდა. მიმდინარე წლის ინვრამდე ირიცხებოდა "ინტერნასიონალში", რომელსაც "პაისადუში" ჰყავდა განათხოვრებული. 22 წლის შემტევი რუმინეთში ამ ზამთარს გადაბარგდა და "დინამოს" მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

თეგებირივალდინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115107