ჭადრაკი

17:20 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის მსოფლიო თასის გათამაშებას თბილისი უმასპინძლებს

სასტუმრო "ბილტმორში" ჭადრაკის მსოფლიოს თასის გათამაშების თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, “სოკარის” პრეზიდენტი მაჰირ მამედოვი, თბილისის მერი დავით ნარმანია და 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჭადრაკის რიგით IX მსოფლიო თასის გათამაშებას 2-დან 28 სექტემბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს. ასპარეზობაში მონაწილეობას კი 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე მიიღებს.

საქართველოს სახელით მსოფლიო თასის გათამაშებაში 4 ქართველი იასპარეზებს: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე.

მსოფლიო თასის ჩატარების ისტორიაში პირველად იასპარეზებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი.

შეჯიბრება ნოკაუტ-სისტემით ტარდება. სატურნირო ბადე კი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ფინალურ დაპირისპირებას 28 სექტემბერს სასტუმრო "ბილტმორი" წარადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11423