ფეხბურთი

14:18 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” ტოპ ტრანსფერების მოლოდინში

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა კარიერა "მილანში" გააგრძელოს. Sky Sports Italia-ს ინფორმაციით “როსონერის” ახალი ხელმძღვანელობა საფეხბურთო აგენტს ჟორჟე მენდეშს ლონდონში შეხვდა და პორტუგალიელი ვარსკვლავის შესახებ ინფორმაცია დეტალურად გამოჰკითხა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაცის თანახმად კი, "როსონერის" დირექტორებმა მარკო ფასონემ და მასიმილიანო მირაბელიმ მენდეშთან რენატუ სანჩესის, რადამელ ფალკაოსა და დიეგო კოშტას შესაძლო ტრანსფერებზეც ისაუბრეს.

თავად პორტუგალიელმა “რეალში” დარჩენის სურვილი სულ რამდენიმე დღის წინ გამოთქვა, თუმცა “სამეფო კლუბი” მზადაა პორტუგალიელი 200 მილიონ ევროდ დათმოს, ფეხბურთელს კი ხელფასის სახით წელიწადში 30 მილიონი ევრო სურს.

0.113622