ფეხბურთი

10:29 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ცსკა-მ და "ოლიმპიაკოსმა" პლეი-ოფი დაიბევეს, ჯიღაურის "ვარდარი" ახლოსაა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. ჯაბა ჯიღაურის “ვარდარმა” საკუთარ მოედანზე დანიური “კოპენჰაგენი” მიიღო და 1:0 დაამარცხა. მაკედონიელების მხრიდან გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე ჯონათან ბალოტელიმ გაიტანა. მოგეხსენებათ, “ვარდარის” ღირსებას ჯაბა ჯიღაური იცავს, თუმცა ტრავმირებულია და არ უთამაშია.

ვაკო გვილიას “ბატემ” ჩეხეთის ჩემპიონ “სლავიასთან” გასვლაზე წააგო – 0:1. ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა ახლახან მოიშუშა, მაგრამ 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “სამტრედიას” მძლეველმა “ყარაბაღმა” ტირასპოლის “შერიფს” უმასპინძლა და ვერაფერი დააკლო. მოლდოველებმა სასურველი შედეგის მიღწევა მოახერხეს – 0:0.

შეიძლება ითქვას, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში არიან პირეოსის “ოლიმპიაკოსი” და მოსკოვის ცსკა. ბერძნებმა ბელგრადში “პარტიზანს” აჯობეს (3:1), ხოლო რუსებმა ათენში აეკ-ს სძლიეს – 2:0. ბუქარესტის “სტიაუასა” და “პლზენის” შეხვედრა კი უხგვოლიანი გამოდგა და ფრე დაფიქსირდა.

“ვარდარი” (მაკედონია) – “კოპენჰაგენი” (დანია) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბალოტელი (65)

“ყარაბაღი” (აზერბაიჯანი) – “შერიფი” (მოლდოვა) 0:0 (0:0)

აეკ (საბერძნეთი) – ცსკა (რუსეთი) 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ძაგოევი (45), 0:2 ვერნბლუმი (56)

“სლავია” (ჩეხეთი) – “ბატე” (ბელორუსი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 შკოდა (20, პენ)

“სტიაუა” (რუმინეთი) – “პლზენი” (ჩეხეთი) 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 კრმენჩიკი (23), 1:1 ბუდესკუ (37), 1:2 კოპიჩი (53), 2:2 ტეიშეირა (61)

“პარტიზანი” (სერბეთი) – “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 ბენ ნაბუანე (6), 1:1 კანა (10), 1:2 ბენ ნაბუანე (56), 1:3 ემენიკე (90)

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს კიდევ 9 მატჩი გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს ამსტერდამის “აიაქსისა” და “ნიცას” შეხვედრა იწვევს.

“ასტანა” (ყაზახეთი) – “ლეგია” (პოლონეთი)

“დინამო” (უკრაინა) – “იანგ ბოიზი” (შვეიცარია)

“ზალცბურგი” (ავსტრია) – “რიეკა” (ხორვატია)

“ჰაპოელი” (ისრაელი) – “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი)

“ვიტორული” (რუმინეთი) – “აპოელი” (კვიპროსი)

“მარიბორი” (სლოვენია) – “ჰაფნაფიორდური” (ისლანდია)

“ნიცა” (საფრანგეთი) – “აიაქსი” (ჰოლანდია)

“სელტიკი” (შოტლანდია) – “რუსენბორგი” (ნორვეგია)

“ბრიუგე” (ბელგია) – “ბაშაკშეჰირი” (თურქეთი)

0.170295