ფეხბურთი

0:15 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მენდეში "მილანის" ხელმძღვანელობას შეხვდა

საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში "მილანის" დირექტორებს მარკო ფასონეს და მასიმილიანო მირაბელის შეხვდა და თავის სამ კლიენტთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება "როსონერის" დიეგო კოშტას, რენატუ სანჩესის და რადამელ ფალკაოდან ერთ-ერთის გადაბირება სურს.

მიუნხენის "ბაიერნის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა უკვე დაადასტურა, რომ იტალიური კლუბი სათამაშო პრაქტიკისთვის კარგი ვარიანტია. ასევე, უკვე ცნობილია, რომ დიეგო კოშტას ინგლისურ გრანდში აღარ დაედგომება. რაც შეეხება "მონაკოს" ერთ-ერთ ლიდერ რადამელ ფალკაოს, კოლუმბიელის სახით "მილანის" თავდასხმა სერიოზულად გაძლიერდება.

ჯერჯერობით მოლაპარაკების დეტალები უცნობია. იტალიურმა გრანდმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში 10 ფეხბურთელი უკვე დაიმატა და ახალ ხელმძღვანელობას გეგმაში ფორვარდის შეძენა აქვს.

0.111887