ფეხბურთი

20:20 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "ჩემი კერპი ალესანდრო დელ პიერო იყო"

“მილანის” მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ თავისი განვლილი კარიერა გაიხსენა. მან ასევე ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა გვერდით თამაშიც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

“ფეხბურთის თამაში 14 წლის ასაკში დავიწყე ნახევარმცველის პოზიციაზე, შემდეგ რამდენიმე თამაში ჩავატარე თავდასხმაში, თუმცა როდესაც “ვიტერბეზეში” ვთამაშობდი, გუნდის მწვრთნელი კარლო პარონე მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მე უნდა ვითამაშო ცენტრალური მცველის პოზიციაზე, თუ მინდა, რომ რამეს მივაღწიო ფეხბურთში.

ჩემი კერპი ალესანდრო დელ პიერო იყო, რომელიც ყოველთვის მაოცებდა თავისი თამაშით. მცველი კი ალექსანდრო ნესტა. დაცვის ნამდვილი ოსტატი, მისი ყოველი მოძრაობა აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. ნესტა იყო “მილანის” ერთ-ერთი სიმბოლო: მალდინთან, ფრანკო ბარეზისთან, კაკასთან და ანდრეი შევჩენკოსთან ერთად.

საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში? უდაოდ რონალდუ. ის არის ყველაზე ძლიერი მოთამაშე, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია. მას აქვს ჩემპიონის ყველა თვისება.

საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც მითამაშია ანდრეა პირლოა. მე მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე”, - თქვა ბონუჩიმ.

30 წლის იტალიელი მცველისთვის “მილანში” პირველი მატჩი წარმატებული აღმოჩნდა. “როსონერიმ” ამხანაგურ შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნს” 4:0 სძლია.

0.109083