ფეხბურთი

19:29 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერნატი 3 თვე იუქმებს

გერმანიის ჩემპიონ მიუნხენის “ბაიერნს” ესპანელი მცველი ხუან ბერნატი დიდი ხნით გამოაკლდა. როგორც “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი გვამცნობს, 24 წლის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს – მიზეზი ტერფის ტრავმაა.

აღნიშნული დაზიანება ბერნატმა ოთხი დღის წინ, “მილანთან” ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. ესპანელ ფეხბურთელს ოპერაცია მტკივან ფეხზე უკვე გაუკეთდა.

ბერნატმა გასულ სეზონში “ბაიერნის” ღირსება ბუნდესლიგის 18 მატჩში დაიცვა და 2 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111516