ფეხბურთი

16:13 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ჩანის დამატებას გეგმავს

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ემრე ჩანმა, შესაძლოა, კარიერა იტალიის სერია A-ში, კერძოდ კი ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელოს.

მოგეხსენებათ, 23 წლის გერმანელის მიმართ “ბებერი ქალბატონი” ზაფხულის დასაწყისში იჩენდა ინტერესს, თუმცა მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობდა და პროგრესი თითქმის არ იყო.

TMW-ის ცნობით, ფეხბურთელის ღირებულება 30 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

გასულ სეზონში ჩანმა “წითლების” შემადგენლობაში” 40 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114148