ფეხბურთი

0:12 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა "რეიმსს" დაშორდა

ჯაბა კანკავა თავისუფალი აგენტი გახდა. ჯაბას მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა ფრანგულ "რეიმსთან", მაგრამ ორმხრივი შეთანხმებით დაირღვა და საბოლოოდ, ჯაბა სხვა კლუბს მიაშურებს.

"რეიმსმა" კანკავა შარშანწინ შეიძინა "დნიპროდან", ფეხბურთელმა ორი სეზონი გაატარა კლუბში და 49 მატჩი ჩაატარა. აქედან, ერთი სეზონი ლიგა 1-ში, მეორე კი – ლიგა 2-ში. "რეიმსის" გულშემატკივრებმა ჯაბა გასული სეზონის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

როგორ მოხდა, რომ შამპანის კლუბი კანკავას შეელია? საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს მაღალი ხელფასი ჰქონდა. გარდა ამისა, "რეიმსი" აცხადებს, რომ ჯაბას ლიგა 2-ში დარჩენის სურვილი არ გააჩნდა.

WORLDSPORT.GE ათიოდე დღის წინ წერდა, რომ კანკავათი რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბი იყო დაინტერესებული და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

0.110678