ფეხბურთი

12:44 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში ლამი და ნაგელსმანი გამოარჩიეს

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი კაპიტანი ფილიპ ლამი, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს საფეხბურთო კარიერა დაასრულა, გერმანიაში 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

“ეს მართლაც დიდი პატივია ჩემთვის. ძალიან ბედიერი ვარ, რომ ასე დამაფასეს. ვფიქრობ, ჟურნალისტებმა ჩემი განვლილი კარიერის გამო მომაკუთვნეს თავიანთი ხმა და არა მხოლოდ გასული სეზონის გამო”, - განაცხადა ლამმა.

გერმანელი სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, მეორე ადგილზე მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროსი გავიდა.

წლის მწვრთნელის ტიტული “ჰოფენჰაიმის” თავკაცმა ჯულიან ნაგელსმანმა მიიღო, რომელმაც ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროტურნირებზე გამოსვლის უფლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11411