ფეხბურთი

22:05 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელებმა ნავსი გატეხეს

ბათუმის "დინამომ" ეროვნულ ლიგაში 24 მაისის შემდეგ პირველად მოიგო. მას შემდეგ ჩემპიონატში ხუთი მატჩი ჰქონდათ ჩატარებული და გოლიც კი არ ჰქონდათ გატანილი, ამჯერად კი სერია შეწყვიტეს - 1:0 სძლიეს თბილისის "ლოკომოტივს".

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა, ახლო მანძილიდან დასწრებაზე კარგად ითამაშა.

დაძაბული თამაში გამოდგა და ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა. მეორე ნახევარში "ლოკო" ბევრს უტვდა, მაგრამ წაგებას მაინც ვერ გადაურჩა. ისე, ამ გუნდების წინა ორ დაპირისპირებაშიც თავიდან ბათუმელბი იგებდნენ, მაგრამ ბოლოს თბილისელებმა გაიმარჯვეს - 2:1, 2:1.

23 ივლისი. 19:00. ბათუმი

დინამო (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი) 1:0 (1:0)

დინამო ბთ: შოვნაძე, ფარტენაძე, მახარაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, არზიანი, ვ.თევდორაძე (ვარშანიძე 89), ელგუჯა გრიგალაშვილი ჩოგაძე (კვანტალიანი 63), მარცვალაძე, კვასოვი (გორელიშვილი 86)

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

ლოკომოტივი: რ.თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ქურდაძე, რეხვიაშვილი (კიკნაძე 67), უბილავა, ჭანტურია, გოროზია (სამურკასოვი 61), დიასამიძე, კომახიძე, არველაძე (ქავთარაძე 53), სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლი: 1:0 გრიგალაშვილი (13)

გაფრთხილება: არზიანი (55, 69), გრიგალაშვილი (71) - უბილავა (45), სამურკასოვი (74), ქურდაძე (90+2)

გაძევება: არზიანი (69) -კომახიძე (72)

მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123435