ფეხბურთი

18:42 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძეს შანსი აღარ ეძლევა, ტაბიძე შეუცვლელია

რუსეთის პრემიერლიგის ორი ტურის შემდეგ მოუგებლად ასპარეზობს მოქმედი ჩემპიონი მოსკოვის “სპარტაკი” – “სახალხო გუნდი” დღეს “უფას” საგარეო შეხვედრაში დაუზავდა უგოლოდ.

ჯანო ანანიძე 90 წუთის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დარჩა. მასიმო კარერა ქართველს ბოლო დროს ფაქტობრივად შანსს არ აძლევს. პირველ ტურშიც იგივე სურათი იყო ჯანოს თავს...

სამაგიეროდ, “უფას” შემადგნელობაში შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ და დამაჯერებლადაც გაისარჯა. ჩვენებურმა 80-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “უფას” ორ ტურში 4 ქულა აქვს, “სპარტაკს” – 2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130879