ფეხბურთი

1:00 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: “კრიხოვიაკი პსჟ-ს დატოვებს”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ პოლონელი ჩამშლელი ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი პარიზულ კლუბს დატოვებს.

ფრანგებმა 27 წლის ფეხბურთელი გასულ ზაფხულს “სევილიადან” 34 მილიონ ევროდ დაიმატეს, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა.

“ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრეთ და მისთვის საუკეთესო ვარიანტი კლუბის დატოვებაა. გჟეგოჟი მაღალი დონის ფეხბურთელია. მას დიდ გუნდში თამაში შეუძლია და მისთვის უმჯობესი იქნება, რომ იპოვოს ისეთი კლუბი, რომლის სათამაშო სტილსაც მოერგება”, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ემერიმ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონელი მოთამაშის დამატება “ატლეტიკოს”, “ვალენსიას”, “ინტერს” და “გალათასარაის” სურთ.

კრიხოვიაკმა გასულ სეზონში მხოლოდ 19-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110292