სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ავტოსპორტი

3:01 | 22.07.2017 | ნანახია 2780 - ჯერ

„კოსუორტი“ ფორმულა 1-ში დასაბრუნებლად ემზადება

ფორმულა 1-ში შესაძლოა ძრავების ყველაზე წარმატებული მწარმოებელი, ბრიტანული კომპანია „კოსუორტი“ დაბრუნდეს. დიდი პრიზების ცირკში ამჟამად ძრავების დამოუკიდებელი მიმწოდბლების მოზიდვაზე ფიქრობენ, რომლებიც მცირე ბიუჯეტის მქონე გუნდებს, იაფ და იმავდროულად, კონკურენტუნარიან აგრეგატებს მიაწვდიან.

„კოსუორტის“ ძრავებით ფორმულა 1-ში 176 გამარჯვებაა მოპოვებული. ამაზე მეტი მხოლოდ „ფერარის“ ანგარიშზეა. კომპანიამ ეს გამარჯვებები ძირითადად ლეგენდარული V8 კონფიგურაციის ძრავით DFV ძრავის სხვადასხვა მოდიფიკაციებით მოიპოვა. ამ ძრავის წარმოება 1960-იან წლებში დაიწყო და 2006 წელს დაასრულა. თუმცა 2010-ში „კოსუორტი“ ისევ დაბრუნდა და 2013 წლამდე დარჩა.

„კოსუორტის“ ძრავებით მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული აქვთ „ლოტუსს“, „უილიამსს“, „მაკლარენს“, „ბენეტონს“, „ბრებჰემს“, „ტირელს“ და „მატრას“. „ფორდ“ მხოლოდ ბრიტანული კომპანიის ძრავებით ასპარეზობდა. ძრავების ტექნოლოგიების გართულებამ და გაძვირებამ, „კოსუორტს“ წასვლა აიძულა. მაგრამ ახლა, ფ1-ში როცა ძრავების გაიაფებასა და დამოუკიდებელი მწარმოებლების დაბრუნებაზე დაიწყო ლაპარაკი, ამით „კოსუორტიც“ დაინტერესდა.

ახლახანს, ფ1-ის ძრავების სტრატეგიის ჯგუფის სხდომას „კოსუორტიც“ დაესწრო, რის შემდეგაც კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ჰალ რაიზიგერმა განაცხადა, რომ „კოსუორტი“ უკვე მუშაობს ფ1-ის ახალი ძრავის პროექტზე. მან დაადასტურა, რომ „კოსუორტის“ ძრავებით არსებული და ის გუნდები არიან დაინტერესებულნი, რომლებიც ფ1-ში მოსვლას ცდილობენ.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.091427