ფეხბურთი

12:37 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის მოლოდინში

საფეხბურთო სამყარო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის მოლოდინშია. კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი თავდამსხმელი – ნეიმარი, შესაძლოა ძალიან მალე პრანგულ “პარი სენ ჟერმენში” ვიხილოთ.

ნეიმარის მამა, რომელიც აგრეთვე მოთამაშის აგენტი გახლავთ, საფრანგეთში გაფრინდა, რადგან პარიზელებთან გარკვეული დეტალები შეათანხმოს.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარი 222 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ესპანური გამოცემები აღნიშნავენ, რომ “ბარსა” ცდილობს გარკვეული ძალისხმევით ბრაზილიელი შეინარჩუნოს, თუმცა სავარაუდოა, რომ 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი უახლოეს დღეებში განხორციელდეს.

თუ ეს გარიგება შედგა, ნეიმარი გახდება ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109497