ფეხბურთი

23:26 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

შმელცერი 4 კვირას გამოტოვებს

მარსელ შმელცერი მოედანზე გასვლას 4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. “დორტმუნდის” ვებგვერდის ინფორმაციით, გერმანელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე ტერფის დაზიანება აღენიშნება.

შმელცერმა ტრავმა “მილანთან” ამხანაგური შეხვედრის დაწყებამდე მიიღო და როგორც გამოკვლევამ აჩვენა, ერთი თვე იუქმებს. მარსელს ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩი გაუცდება “ვოლფსბურგთან”.

შმელცერის გარდა “დორტმუნდს” ტრავმირებული ჰყავს მარკო როისი, იულიან ვეიგლი და რაფაელ გუერეირო.

0.111394