ფეხბურთი

21:06 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას სუპერთასზე იტალიელები იმსაჯებენ

უეფას ევროპის სუპერთასის მატჩს “რეალსა” და “მანჩესტერს” შორის იტალიელი მსაჯები მოემსახურებიან. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მთავარი არბიტრი ჯანლუკა როკი იქნება, რომელსაც ელენიტო დი ლიბერატორე და მაურო ტონოლინი დაეხმარებიან.

კარის ხაზის მსაჯები დავიდე მასა და მასიმილიანო ირატი იქნებიან. მეოთხე არბიტრი კი ფრანგია – კლემან ტიურპენი.

ევროპის სუპერთასის შეხვედრა 8 აგვისტოს, სკოპიეში გაიმართება.

0.112064