ფეხბურთი

17:30 | 20.07.2017 | ნანახია 3415 - ჯერ

სიმწრის სიცილის ნაკვალევზე
ვის უხარია ჩვენი წაგება და ვინ ვნებს ქართულ ფეხბურთს

“ვულოცავ იმ ადამიანებს, რომელთაც დღეს “სამტრედიას” მარცხი გაუხარდა. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებში ქართველებიც შედიან”, - ასე დაიწყო “ყარაბაღთან” მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია საფებურთო კლუბ “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.

როგორც აღმოჩნდა, ბატონი გია “მსოფლიოს სპორტის” რედაქციის წევრებსაც გულისხმობდა იმ ადამიანებში, რომლებსაც თურმე ქართული კლუბების, ამ შემთხვევაში კი, “სამტრედიას” წარუმატებლობა ახარებს...

იმის მტკიცება, რომ აქლემი არ ხარ, თავისთავად არასასიამოვნო პროცესია. ჩვენს ქვეყანაში იმდენი სერიოზული პრობლემაა, რომ ამდაგვარ “მხილებაზე” წესით სერიოზული რეაქცია არც უნდა გქონდეს, მაგრამ... არაფერს იტყვი და მართლა აქლემად ჩაგთვლიან...

ცეცაძის ციტატას დავუბრუნდეთ: “მსოფლიო სპორტმა” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩემი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ვიღიმი. ამით შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს “ყარაბაღთან” 0:5 წაგებით კმაყოფილი ვიყავი. არ ვიცი, ეს უნებურად გააკეთეს თუ განზრახ, მაგრამ ადამიანური ფაქტორია... ღმერთი დასჯის იმ ადამიანებს, ვინც ეს განზრახ გააკეთა. და, თუ უბრალოდ შეეშალათ, მაშინ შეუძლიათ ბოდიში მომიხადონ. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოშიც არსებობს ხალხი, ჩვენი წარუმატებლობა რომ ახარებს”.

მივყვეთ თანმიმდევრობით:

1. ამგვარი ფოტო მართლაც გამოქვეყნდა WORLDSPORT.GE-ზე, თუმცა, იქ ბატონი გია არათუ იღიმის, კარგა გვარიანად იცინის. და რა მერე? რისი თქმა გსურთ ბატონო გია, რომ WORLDSPORT.GE-ის მკითხველს იმდენად შეზღუდული აქვს აღქმისა და აზროვნების უნარი, ვერ ხვდება 0:5-ით რომ უკმაყოფილო ხართ? და რომ ეს ფოტო პირველი მატჩის შედეგთან არანაირ კავშირშია? ან კი სად წერია, რომ ცეცაძე აღფრთოვანებულია დიდი ანგარიშით წაგებით? ამგვარი შინაარსის მინაწერი აქვს ფოტოს თუ რა გაქვთ მხედველობაში?

2. ინფორმაციას, რომელიც წინასამატჩო პრესკონფერენციას ეხებოდა და რომელსაც დართული ჰქონდა ეს ფოტო, ამგვარი სათაური აქვს - გია ცეცაძე: “ჩვენი მიზანი მეორე მატჩში გამარჯვებაა”. აი, ამ გამონათქვამს კი ნამდვილად ესადაგება სიცილნარევი ფოტო – მწარე სიცილნარევი ფოტო (ტერმინი “სიმწრის სიცილი” ალბათ გაგიგიათ) და ეს მხოლოდ თქვენ და “სამტრედიას” ნამდვილად არ გეხებათ – აგერ უკვე ლამის 25 წელია, რაც ქართული კლუბები და ეროვნული ნაკრები საერთაშორისო დონეზე მხოლოდ არაფრისმომცემ მატჩში გამარჯვებაზე თუ გამოთქვამს პრეტენზიას. და ეს უკვე იმდენადაა ამოსული ყელში, რომ მწარედ თუ გაგეცინება კაცს, როდესაც მორიგ “მიზანზე” გესაუბრებიან.

3. უცოდველი არავინ ვართ და ღმერთისგან მცირე თუ დიდი სასჯელი ყველას გველის, თუმცა, რატომღაც გვგონია, რომ ამ ფოტოს გამომქვეყნებლებზე მეტად, ღვთიურიც და იმედია, ამქვეყნიურ-სამართლებრივი სასჯელი იმათ უფრო ელით, ქართული ფეხბურთი ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეს. მაგალითად, სხვა და სხვა პერიოდის ფედერაციის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გადმორიცხულ, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ან კიდევ ნაკრებების ატრიბუტიკისთვის გამოყოფილ თანხებს რომ ყლაპავდნენ; ბავშვთა ფეხბურთში “მოღვაწე” ზოგიერთი “სპეციალისტი” მხოლოდ ქრთამის სანაცვლოდ რომ აწინაურებდა (აწინაურებს) გუნდში ბავშვებს, მათ შორის ე.წ. “გადაზრდილებს”; გაყიდულ თამაშებში რომ მონაწილეობენ და ამას, ჩვენთან, ბავშვობიდან რომ ასწავლიან...

შიდა საფეხბურთო სამზარეულოში ჩახედული ხალხისთვის (მათ შორის თქვენთვის, ბატონო გია) ამგვარი და სხვა მაგალითებიც საკმარისზე მეტად უნდა იყოს ცნობილი და ღვთიური სასჯელით ჯობს მათ შემოქმედებს დამუქრებოდით. თანაც, ამგვარი სარეველა ხალხის ხამობიდან და აქტიურობიდან გამომდინარე, გაცილებით ხშირად მოგეცემათ ამის საშუალება. თქვენგან მხოლოდ სურვილი და ნებაა საჭირო...

4. ბოდიშის მოხდა ჩვენი რედაქციისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, როცა ნამდვილად მოსახდელია. ხშირად არა, მაგრამ რამდენჯერმე ამგვარ სიტუაციაში აღმოვჩენილვართ და ოფიციალური ბოდიში გამოგვიქვეყნებია. თუმცა, ამ შემთხვევაში თქვენ უფრო გაქვთ ბოდიში მოსახდელი, რადგან “მსოფლიო სპორტის” რედაქციას პირდაპირ დააბრალეთ, რომ ქართული კლუბის წარუმატებლობა ახარებს. პირიქით რომაა, ეს ჩვენმა მკითხელმა მშვენივრად იცის და საპირისპიროს დასამტკიცებლად (თუ ამ საუბრის გაგრძელებას ისურვებთ) კონკრეტული მაგალითების მოყვანასაც არ დაგზარდებით...

და ბოლოს – ძალიან სამწუხაროა, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართულ სპორტში მოღვაწე ხალხი (მათ შორის მართლაც კარგი სპორტსმენები, მწვრთნელები თუ ფუნქციონერები) არ იშლის ჟურნალისტების უსამართლოდ დადანაშაულებას, წარუმატებლობის შემდეგ მათზე აქცენტის გადატანას და ზოგადად “აქლემის როლში” გამოყვანას. ჩვენც ვიცით, რომ ანგელოზები არ ვართ (არცაა ეგ ჩვენი საქმე) და ზოგიერთი ჩვენი კოლეგის ქმედება, დანარჩენის წესიერებაშიც დაგაეჭვებთ, მაგრამ... იქნებ ისწავლოთ გარჩევა! თუ ამის სურვილი გაქვთ რა თქმა უნდა...

WORLDSPORT.GE-ის რედაქცია

ლოკომოტივი   5 - 0    ჩიხურა

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   5 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    დინამო ბთ

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   1 - 2    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   0 - 2    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:14 | 21.07.2017
dadado9 (14634)

მეც მწარედ მეცინება ოღონდ ჩემ თავზე...

ტორპედოზეც და სამტრედიაზეც... პირველი მატჩების შემდეგ ამხელა ანგარიშით წაგების მერე უეჭვველი მეჯერა რომ ორივე წააგებდა მეორე მატჩსაც , მოგების გამო არცერთს მადლობას არ ეტყოდნენ და თვითონვე კარგ ბელტივით ნაღდ 1.9 კუშს რატომ დაკარგავდნენ?

მე რატომ დავკარგე მე?

09:41 | 21.07.2017
shalva (2471)

გუშინ გაბალამ იაგელონიას გასვლაზე 0-2 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, ბაქოს ინტერმი კი გამოვარდა და იმასაც ქართველი მწვრთნელი ყავს

09:30 | 21.07.2017
shalva (2471)

ძლივს არ მია...ხით ამ უტიფარს? რას ელოლიავებით ვერ გამიგია აქაქმდე უნდა მოგესვათ თავის ადგილას, ყელამდე ამოსვრილია და ყველაფერს სხვას აბრალებს, ერთი კითხეთ რამდენი აქ ხელფასი სულ ფულზე რომ წუწუნებს, მაგას და მაგის ფეხბურთელებს.

08:56 | 21.07.2017
mota (22)

რა მარტივი გონების ხართ პირს რო დააღებთ ეგრევე გეტყობათ... სულაც არ მიკვირს ესე რო ნადგურდებით ყველგან და ყველაფერში...

23:51 | 20.07.2017
lagashi (1404)

ახლა ლაპარაკობს კობი ტვ იმედზე, 6 თვე ჰქონდათ კლუბებს ევროტურნირებისთვის მოსამზადებლადო, ტრანსფერებისთვის თანხებიც გააჩნდათო

23:02 | 20.07.2017
ბაგი-რეი (754)

ქართველი ჟურნალისტიდან არ მომისმენია ისეთი კრიტიკული და ათიანში მოხვედრილი კითხვა როგორიც აზერმა ჟურნალისტმა კითხა... რა არის მიზეზი რეგრესისო... და ამან ლამის აგინა. ნაცვლად იმსა რო წაგებულ თამაშზე პასუხისმგებლობა აეღო და ბოლოსდაბოლოს სიმართლე ეთქვა ამ კითხვაზე. გაუმარჯოს ღმერთმა იმათ მწვრთნელს. აზერების სახე იყო ამ ორი კვირის განმავლობაში და თავი არ შეურცხვენია.

22:47 | 20.07.2017
shotai-olimpi (2700)

ჩვენი გადასახადებით რომ ივსებთ ჯიბეებს ზუსტად რომ შერცხვენასა და თავის მოჭრაში, ეს ღირსეულ საქციელად მიგაჩნიათ? საქართველოს მოსახლეობისგან გადახდილ 270 მილიონს რომ უკანალში ისვამთ და გადაღძუებული, ყველა კლუბისგან დაწუნებული ფეხბურთელები რომ მოგყავთ და ფულს აკეთებთ ეგ არ გაწუხებს ხომ? ამას ეხლა ერთი 5000 მაინც ექნება ხელფასი, მე მართლა 2 უმაღლესი მაქვს დამთავრებული დღე და ღამე ვმუშაობ 700 ლარზე და ამას უნდა ვაჭამო ჩემი ნაოფლარი? თფუი ეს ქვეყანა მართლა ჩალითაა დახურული ეს ქვეყანა.

22:11 | 20.07.2017
federerjamesliverpooldelpotro (4178)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

22:10 | 20.07.2017
federerjamesliverpooldelpotro (4178)

მოთხოვეთ პასუხი ამ ყ განცხადებისთვის.ბოღმიანი ყ ეეები როგორ მინდა დედის სისხლი ვიგინო.ამათ ხელში როა დღეს ფეხბურთი მაგიტო ვართ კარგ დღეში.გაასხმევინეთ ასეთ ხალხს.დაფინანსება აქ კიდე წუწუნებს.ვის გაუხარდა სამტრედიიის წაგება გაგიჟებულია ხალხი ნერვები დააწყბიტეთ ყველას.გაასხმევინეთ ფეხბურთიდან.

22:03 | 20.07.2017
teatea (7)

რო იგებენ მასჰინ გიხარიატ აგებენ და ლადზგავტ ტკვენი დედას სჰე>>>>>>>>>>>>>

22:01 | 20.07.2017
teatea (7)

ვისაც სამტრედა არ მოცოს და უხარია გავარდა მე მისი დედას სევე>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

21:17 | 20.07.2017
matri (2710)

ალელუიააა, ძლიიიიივს მსოფლიო სპორტის რედაქციისგან კრიტიკული სტატია ვნახე, თქვე კაი ხალხო დაწერეთ და გამოაშკარავეთ ეს ვიგინდარები, მართალია მერე დაგჭამენ მაგრამ გულშემატკივარს მაინც ხომ ეცოდინება სიმართლე და თქვენს მხარეს დაიჭერს. ( ერთ-ერთი მე ვარ)

21:11 | 20.07.2017
FC.BAYERN+GERMANY (9230)

ვადაჭკორია აზერბაიჯანული ზირასა და ასტრას მატჩში მსაჯი მიდი მოგუდე აზერული გუნდი ანახე როგორ უნდა სმაჯობა მაგ თ..ს თურქი მსაჯმა რაც გვიქნა უარესი უქენი

20:58 | 20.07.2017
sabonis (6384)

ადმინ არ ინერვიულო, თავში აუვარდა ამ ცეცაძეს.

20:56 | 20.07.2017
maradona73biankoneri (12218)

ვაი ჩვენს პატრონს, მართლლა რა იდიოტების ხელში აქრთული ფეხბურთი ფედერეაციის პრეზიდენტით დაწყებული და მწვრთნელეით დამთავრებული.

მწვრთნელებში შეიძლება 1-2 გამონაკლისი გამოინახოს, შეიძლება ეგეც არა.

20:41 | 20.07.2017
რაჭა (9071)

ღმერთი დასჯისო...მეტი რაღა სასჯელი უნდა მოიგონო, კაცი ქართულ ფეხბურთზე წერს....

20:20 | 20.07.2017
FC.BAYERN+GERMANY (9230)

დღეს ევროპა ლიგაზ ემაინც აგვაქ საბალეშIკო მლადა შემროკის მატჩში მთავრი მსაჯია ყრუაშვილი და მსაჯს ვბალეშIკობ აემ ყ .. ეე გუნდების გამო ეხლა მსაჯს ვბალეშიკობ რა დონემდე მივედით საღოლ ცეცაძე ლ ოლზ

20:02 | 20.07.2017
sul2 (88)

უკომენტაროდ

19:07 | 20.07.2017
geo.ragby (319)

თურმე კრიტიკაც სწყინს ამათ უნდა შეგვექო 0-6 წაგება.მე არ მეგულება საქრთველოში სპორტის ქომაგი ვისაც სამტრედიის ან ნებისმიერი სხვა გუნდების თუ სპორტის წარმომადგენლების წარმატება არ გაეხარდება მათ შორის მეც, მაგრამ ციდან ჩამოფრენილი არ ვარ და ზეპირად ვიცი რა ხდება ჩვენს სპორტში მინიმუმ 5 სახეობა გამოვიცვალე მათ შორის ფეხბურთი რომელშის 3 წელი ვარჯიშობდი. ისევ ბავშვთა ფეხბურთს მიხედონ 20 წლის ზევით სულ თითზე ჩამოსათვლელია პროფესიონალები.აი მესამე პუნქტის სიბინძურე ოდითგან არსებობდა და იარსებებს ჩვენს ფეხბურთში.დაჟე ახალკაცის დროს დინამოს დუბლებში იყო გაფორმებული ვითომ "ფეხბურთელები" .ისინი არ თამაშობდნენ სპორტული სიით იურიდიულზე ან სხვაგან აბარებდნენ

19:13 | 20.07.2017
RMA...RMA (19)

მერე არარიან შესაქები თუ რა?

18:57 | 20.07.2017
FC.BAYERN+GERMANY (9230)

ცეცაძე ფეხბურთელები დააეყენე მუხლებზე და ბოდი მოუხადეთ ქართველ ხალხს თვე ლამერებ ო დროზე

18:25 | 20.07.2017
lagashi (1404)

ისე მესამე პუნქტში დასახელებული "სიბინძურის" შესახებ თუ გაქვთ ინფორმაციები, რატომ არ ხმაურობთ-დააშაულის ტოლფასია დანაშაულის დამალვა!!!

18:01 | 20.07.2017
lagashi (1404)

ვაი ვაი ... ზღვაში წვეთია ის კრიტიკა რასაც ჟურნალისტების მხრიდან აქვს ადგილი, გაცილებით მეტს უნდა ვხმაურობდეთ ჟურნალისტებიც და გულშემატკივრებიც.

17:59 | 20.07.2017
სერია A ჩვენია (Korben Napolitano) (7284)

მართლაც ძალიან უცნაურია, რომ ასეთ სისულელეზე თავის მართლება უწევს რედაქციას. უბრალოდ სახალისო ფოტო იყო და შესაბამისი კომენტარებიც დავრთეთ მკითხველებმა. პირველ შეხვედრაში ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, ირონიის უფლება მართლაც რომ გვქონდა გულშემატკივრებსაც და ჟურნალისტებსაც.
არც სიცილია ტრაგედია. რამდენჯერაც მე პანაშვიდებზე გამცინებია, იმდენი გამარჯვება და სიხარული ცეცაძესაც, სამტრედიასაც და მთლიანად ქართულ ფეხბურთსაც

22:49 | 20.07.2017
ბაგი-რეი (754)

++++++

17:49 | 20.07.2017
romandro (42)

tqven jurnalistebs namdvilad ar gagxarebiat qartuli klubebis warumatebloba,magram mag fotos danaxvaze martlac bevrma ise miigo ro titqos tamashis damtavrebis shemdeg cecadze ese gaxarebuli iyoo..

სტატისტიკა
ეროვნული ლიგა - ტური 23
  • 18 აგვისტო, 2017
  • დინამო ბთ - შუქურა
  • 19 აგვისტო, 2017
  • საბურთალო - სამტრედია
  • ტორპედო - დილა
  • 20 აგვისტო, 2017
  • კოლხეთი - ლოკომოტივი
  • დინამო თბ - ჩიხურა
  •  
  • დინამო თბ22 16 2 4 55-16 50
  • ტორპედო22 13 5 4 31-16 44
  • სამტრედია22 13 4 5 34-22 43
  • ლოკომოტივი22 10 3 9 37-29 33
  • ჩიხურა22 10 3 9 30-34 33
  • საბურთალო22 10 2 10 31-27 32
  • დინამო ბთ22 7 2 13 18-28 23
  • დილა22 5 7 10 24-33 22
  • კოლხეთი22 4 7 11 20-38 19
  • შუქურა22 2 5 15 19-56 11
ეროვნული ლიგა - ტური 24
  • 25 აგვისტო, 2017
  • ჩიხურა - საბურთალო
  • შუქურა - ლოკომოტივი
  • 26 აგვისტო, 2017
  • სამტრედია - ტორპედო
  • დინამო ბთ - დინამო თბ
  • 27 აგვისტო, 2017
  • დილა - კოლხეთი
2.175919