ფეხბურთი

11:51 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდესკი როგორც ბაჯო - "ფიორენტინადან" "იუვენტუსში"

იტალიის ჩემპიონი ახლოსაა ფლორენციის “ფიორენტინასა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, ფედერიკო ბერნარდესკის გაფორმებასთან. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ და უახლოეს ორ დღეში 23 წლის შემტევი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

როგორც იტალიური მედია გვატყობინებს, “იუვე” ფლორენციელებს 40 მილიონ ევროსა და მომავალში ბონუსის სახით 5 მილიონს გადაუხდის. ბერნარდესკი კი, “ბებერი ქალბატონის” 10 ნომრიან მაისურს მოირგებს. პარალელურად, “ფიორენტინას” ტიფოზები ფედერიკოს აუჯაყნდნენ და ბაზაზე მისი საწინააღმდეგო ბანერები გამოფინეს. რა გასაკვირია, 1990 წელს რობერტო ბაჯოს “იუვენტუსში” გადასვლის წუთიდან მოყოლებული “იების” ქომაგესთვის” ტურინული გრანდი ყველაზე საძულველი მეტოქეა.

ამასობაში, ბერნარდესკის მამამ, ალბერტომ ცეცხლზე ნავთი დაასხა და სწორედ ბაჯოსთან გაავლო პარალელი:

“როგორც რობერტო ბაჯო, ჩემი შვილიც “იუვენტუსში” ითამაშებს. ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და სწორი ამბიციაცაა”, - აღნიშნა ალბერტო ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, ფედერიკო ბერნარდესკი “ფიორენტინას” აღზრდილია და გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 42 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11291