ფეხბურთი

19:26 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ნოიერი უკაპიტნებს

მიუნხენის "ბაიერნს" კარს მომდგარი სეზონიდან ახალი კაპიტანი ეყოლება - მანუელ ნოიერი. ამის შესახებ საფეხბურთო საზოგადოებას კარლ-ჰაინც რუმენიგემ ოფიციალურად აუწყა.

"ბაიერნს" მანუელ ნოიერი უკაპიტნებს. იგი ნამდვილი ლიდერია და ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს", - თქვა "კაიზერმა".

მანუელ ნოიერი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2011 წლიდან მოყოლებული იცავს. აქამდე "ბაიერნის" კაპიტანი ფილიპ ლამი გახლდათ, რომელმაც კარიერა დაასრულა.

0.099921