თამაშგარე

14:00 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი ელენა კოსმინა უკრაინაში ბრუნდება

წარმოშობით უკრიანელი, ამჟამად კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ტანაშოლტილი და გულგახსნილი მოდელი, ელენა კოსმინა, საცხოვრებლად შესაძლებელია მშობლოურ უკრაინას დაუბრუნდეს. ამის მიზეზი ბოლო წლებში ელენას ფინანსური პრობლემები გახდა.

ბედი არა მქონიაო – ამ გოგონამ უნდა თქვას, რადგან რაც კი დიდი წვალებითა და პოდიუმზე ქუსლიანი ფეხსაცმლების კაკუნით ფული იშოვა, ბოლო ორ წელიწადში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავ ბიზნესში დააბანდა და არც ერთგან არ გაუმართლა. სასაცილო ისაა, რომ ელენას თურმე მეგობარმა ფული კოლეჯის გოგონათა გოლფ-კლუბშიც კი დააბანდებინა და არწმუნებდა – აგერ ნახავ სულ მალე მილიონებს იშოვიო.

სწორედ ახლა, როდესაც გაკოტრების ზღვარზეა, თითქოს მხსნელად მოეელინნენ უკრაინელი კოკლეგები, რომლებმაც ელენა კოსმინას საკმაოდ სარფიანი და საინტერესო კონტრაქტი შესთავაზეს, რაც იმის გარანტი იქნება, რომ ეს დაშხოშიანი ასული მალე მშობლიურ მიწაზე იგოგმანებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13436