ფეხბურთი

11:14 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცამ" ჟალე გაიფორმა

ფრანგული “ლიონის” აწ უკვე ყოფილი მცველი კრისტოფ ჟალე კარიერას “ნიცაში” გააგრძელებს. 33 წლის ფეხბურთელმა ზღვისპირელთა ვებგვერდის ცნობით, კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კრისტოფ ჟალემ გასულ სეზონში “ლიონის” მაისური 22-ჯერ მოირგო და ერთი გოლი გაიტანა.

ფრანგი ფეხბურთელი მანამდე “პარი სენ ჟერმენის” შემადგენლობაშიც თამაშობდა. “ნიცა” კი მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116106