ფეხბურთი

16:50 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია: "პსჟ-ში დარჩენა მინდა"

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა და სხვა გუნდების შემოთავაზებებზე უარი განაცხადა.

“მე მინდა დარჩენა პსჟ-ში. ჩემთვის არ არსებობს ეჭვი. რეალობა ის არის, რომ საფრანგეთში ჩემი ოჯახი თავს კარგად გრძნობს და მოხარული ვიქნები აქ დარჩენით”, - თქვა დი მარიამ.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს არგენტინელის გადაბირებას იტალიური “ინტერი” ცდილობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111916