თამაშგარე

13:30 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პოლ გასკოინი საკუთარმა გერმა დაიცვა

საკუთარი “მჟავე ” ხასიათებით ცნობილი ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი, პოლ გასკოინი ის კაცია, რომელზეც ბრიტანულ ბულვარულ მედიაში კარგი ბევრი არაფერი იწერება და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ამ კაცმა სახელი ხალხის (მათ შორის ცოლების) ცემა-ტყეპითა და ისეთი უწმაწური გინებების სიყვარულით დაიგდო – ბაკურციხელ ტაქსისტებსაც კი რომ გაუკვირდებათ.

მიუხედავად ასეთი ყიამყრალობისა, პოლ გასკოინი მისმა შვილმა, მამაზე არანაკლებ გადარეულმა, მოდელმა ბიანკა გასკოინმა მაინც დაიცვა და განაცხადა, რომ მას პოლი ძალიან უყვარს და მისგან ისეთი კარგი რამეები ახსოვს, ბევრ ვითომ საუკეთესო მამას რომ ვერც კი წარმოუდგენია.

ქალიშვილს რომ მამა უყვარდეს – აბა რა არის ამაში გასაკვირი, მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ბიანკა პოლის გერია და მის გვარს მხოლოდ მთელი რიგი მიზეზების გამო ატარებს. გადარეულობისა და ეპატაჟურობის ხარისხით კი, ბიანკა მამინაცვალს არათუ ჩამოუვარდება, ბევრად აღემატება კიდეც...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110694