ფეხბურთი

12:20 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ნეიმარში 222 მილიონს იხდის

ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” მზადაა კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი შეიძინოს. როგორც ესპანური მედია წერს, პსჟ თანახმაა “ბარსელონას” ფეხბურთელის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი დაუკმაყოფილოს და არც მეტი, არც ნაკლები 222 მილიონი ევრო გაიღოს.

ჯერჯერობით ამ წინადადებაზე კატალონელთა პასუხი უცნობია. თუმცა, როგორც ირკვევა, “ბლაუგრანა” არ აპირებს ბრაზიელის გასხვისებას არანაირ ფასად და ფეხბურთელს ახალ კონტრაქტსაც უმზადებს.

ნეიმარმა გასულ სეზონში 45 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 20 გოლითა და 19 საგოლე პასით გამოირჩა.

0.115538