სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

19:41 | 17.07.2017 | ნანახია 585 - ჯერ

3x3 ქუთაისი ტურის გამარჯვებული გუნდი „23“ გახდა

საქართველოს ტურნე 3x3-ზე კალათბურთში გრძელდება. ბათუმის შემდეგ ტურში ქუთაისიც ჩაერთო. ბალახვანის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 გუნდმა მოიყარა თავი და დასკვნითი ეტაპისთვის იბრძოლა, რომელიც 22 ივლისს თბილისი მოლში გაიმართება. საქართველოს ტურნე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და რეგიონალური ფედერაციების ორგანიზებით იმართება.

ფინალში დაძაბულ ბრძლაში ერთმანეთს გუნდები ლიდერბეთი და 23 დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი ამ უკანასკნლეს დარჩა, რომელმაც 18:17 სძლია მეტოქეს და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. საუკეთესო მოთამაშის ტიტული გუნდ 23-ის მოთამაშეს - რიჩარდ მათიაშვილს ერგო, რომელიც იმერეთის რეგიონის ფედერაციის პრეზიდენტმა - ბუბა კვიმსაძემ დააჯილდოვა, რომელმაც საპრიზო 1-ელ და მე-2 ადგილოსან გუნდებსაც გადასცა კუთვნილი ჯილდოები.

ქუთაისის შემდეგ 3x3 კალათბურთის ტური რუსთავში გაიმართება, რომელიც ბოლო რეგიონალური დანიშნულების ადგილია ფინალურ ტურამდე. 3x3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის რეგიონალური ფედერაციების მხარდაჭერით იმართება. ჩემპიონატის სატელევიზიო პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.096332