სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

17:15 | 17.07.2017 | ნანახია 1338 - ჯერ

ძველი და დაუვიწყარი ამბები

როდესაც 1990 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო მაშინ სულ პატარა ვიყავი და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სადღაც ოკეანისგაღმა ცხოვროდა ჩემზე ოდნავ მაღალი კაცი სახელად დიეგო მარადონა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეეძლო და ბურთსა და ფორთოხალს ერთნაერად კენწლიდა. გარდა ამისა ვიცოდი, რომ მარადონას ქვეყნის გვერდით არსებობდა უფრო დიდი ქვეყანა, სადაც ფეხბურთი უყვარდათ მარადონა კი არა.

აი სულ ეს იყო რაც მაშინ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცოდი და ცხონებულ პაპაჩემს რამდენჯერმე თბილისის “დინამოს” თამაშზე, რომ არ წავეყვანე, მეტი არც არაფერი მეცოდინებოდა. დღეს კი, თითისტოლა ბავშვს, რომ ჰკითხო პარაგვაის ნაკრების შემადგენლობა ისე როგორ იქნება აკუნია და ფერნანდესი მაინც, რომ ვერ გაიხსენოს და როგორ ფიქრობთ ვისი და რისი დამსახურებაა ახლანდელი ბავშვების ფეხბურთში ესოდენი ჩახედულობა?!

პასუხი რა თქმა უნდა ერთია, ფეხბურთის პოპულარიზაციის და 21-ე საუკუნეში საფეხბურთო საზღვრების უკიდურესი დამოკლების. თუკი ადრე მარადონა შორეული და ლეგენდარული გმირი იყო, დღეს მესის, რონალდუს, ჯონ ტერისა და რაულს ყოველ "უიქენდზე" ჩვენი ტელევიზორები მუდმივად მასპინძლობენ და ფეხბურთის ვერსკვლავებსაც კარგი ძმაკაცებივით გავუშინაურდით.

დღეს ბევრს უკვირს, ჩვენი ფეხბურთელების რბილად რომ ვთქვათ არცთუ კარგად თამაშის მიუხედავად, რატომაა საქართველოში ასეთი არნახული აჟიოტაჟი და სპორტის ეს უპირველესი სახეობა რატომ გახდა ხალხში ყველაზე აქტუალურად გასარჩევი თემა. თუ ნებას მომცემთ ამ კითხვაზე მე გიპასუხებთ; ახლა საქართველოში რაც ხდება სრულიად ნორმალური მოვლენაა და ჩვენი ხალხის ფეხბურთით ცხოვრება იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დანარჩენი მსოფლიოს ნაწილი ვართ და ადრე როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის სუნთქვა ქალაქში არ იგრძნობოდა სხვა არაფერი იყო, თუ არა შევარდნაძის მდარე და უსიცოცხლო ეპოქის ლოგიკური გაგრძელება. ეპოქის როდესაც ფეხბურთზე დასახარჯ ემოციებს ხალხი პოლიტიკოსების ზიზღში ხარჯავდა. კაცმა, რომ თქვას მაშინ რა ემსოფლიოსჩეპიონატებოდა კაცს, როდესაც ტელევიზიის სპორტული მიმომხილველიც კი, ისე დუნედ და არაფრისმთქმელად გადმოსცემდა უმაღლესი კლასის ნაკრებების თამაშებს, თითქოს ერევნის “პიუნიკი” წნორის “მილანს” ხვდებოდა.

წარმოიდგინეთ, რა საზარელია, როდესაც ტელევიზიის დიქტორი, "ვითომც აქ არაფერიაო" აცხადებს: “გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმართა გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა, სადაც გერმანელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს ახლა კი გადავიდეთ ამინდის პროგნოზზე” წარმოიდგინეთ რამხელა დაძაბულობა, უმაღლესი კლასის მატჩი და მსოფლიო დონის აჟიოტაჟი დგას ამ სამი სიტყვის უკან “გერმანია-საფრანგეთის მატჩი” ალბათ იმ დროს მთელი მსოფლიო მოლოდინით ხელებს იფშვნეტდა ამ დიდი მატჩის მოლოდინში, ჩვენთან კი არაფერი, მხოლოდ 2:1 დამთავრდაო გვითხრა დიქტორმა და მსწრაფლივ გადავიდა ქართულ საცოდავურ პოლიტიკურ სკანდალზე. თუ ეს საზიზღრობა არაა, მაშინ რუსეთის ნაკრების მაისური ჩამაცვით და ვირზე უკუღმა შემჯდარი მატარეთ ქალაქში..

ქვეყანაში საფეხბურთო აჟიოტაჟი დიახაც მუდმივად უნდა იყოს, და ამაზე ბევრად დიდი აჟიოტაჟიც კი, რათა ჩვენმა ხალხმა და პირველ რიგში ქართველმა ფეხბურთელებმა ნახონ და გაიგონ როგორია ნამდვილი ფეხბურთი, სადაც ღირსება ყველაზე მაღლა დგას და სადაც საკუთარი ქვეყნისათვის ოფლი და ცრემლი არავის არ ენანება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:56 | 25.07.2017
BEERTRANCE (94318)

აჟიოტაჟიც არის და აჟიოტაჟიც

21:54 | 17.07.2017
კორბენიკ დალასიანი (8065)

გაგიკვირდება ძვირფასო ავტორო და ვისაც ფეხბურთი უყვარდა, მაშინაც ყველაფერი იცოდა. ის კი არა, მაშინ უფრო დიდი მუღამი ჰქონდა ინფორმაციების მოძიებას მსოფლიო ფეხბურთზე. უნგრული და აღმოსავლეთგერმანული ჟურნალ-გაზეთების საშოვნად ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გასვლას, პანტიანში პაწაწინა ტელევიზორებში რეპორტაჟების ყურებას.
ახლა ამ ყველაფერს ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გააკეთებ.
მახსოვს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რა ამბავში ვიყავით, რომ საღეჭი რეზინა "ფინალის" ყველა ნაკლეიკა შეგვეგროვებინა 24-ივე ნაკრების ფოტოთი და ბევრი გამორჩეული ფეხბურთელით. არადა მანეთნახევარი ღირდა ციგნებში DDDDDDDDD
მაშინ მხოლოდ ლელოს მესამე გვერდი არსებობდა, რომ მსოფლიო ფეხბურთზე ყოველდღიური ინფორმაცია მიგეღო. რუსულსაც მხოლოდ იმიტომ ვსწავლობდი კარგად, რომ "სოვეტსკი სპორტი" წამეკითხა DDDDDDDDD
ახლა... ახლა კი მესიმ და რონალდუმ სადმე რომ გაა...უონ, ონლაინ რეჟიმში ხმაც მომდის და სუნიც. ვენაცვალე ტეხნოლოგიებს DDDDDDDDD

18:13 | 17.07.2017
rigeli (853)

საქართველოში რომ ფეხბურთი უყვართ ეს არ არის გასაკვირი. გასაკვირი ის არის რომ თქვენ ჟურნალისტიკები ვერ აკეთებ კარგ საქმეს---ავიღოტ ეს ზაფხული თუ ქნებავთ რამდენჯერტ დაწერეტ სტატია კ რონალდოზე იბრაგიმოვიჩზე რომლებიც დილას ერტ გუნდში რჩებიან საღამოს სხვა გუნდში გადადიან ასე მეორდება მტელი ზაფხული ეს არის კარგი. აბა თუ რომელიმეს თვენგანს აუღია ინტევიუ ჩვენი ქარტული ფეხბურთის მწყინვალე ხალხიდან რომლებიც ახლა პენსიაზე არინ გააცანიტ ის ხალხი ახალგაზრდებს ამიტ ისტორიასაც გავიხსენებთ იმ ხალხსაც გაარებტ როლებსაც ბევრი რამის მოყოლა შეუძლიატ. ადექიტ დაიწყეთ ბატუმიდან ფოთი ზუგდიდი გურია ქუტაისი ჩახვალთ თელავში რუსტავში და იმდენი რამეს გააცნობტ ახალგაზრდობას ტქვენ ამაყათ იგრძნობ ტავს ეს არის კარგი საქმე ჩემი აზრიტ არა ალვეში ბიდის თუ არა სხვა გუნდში

17:36 | 17.07.2017
kutxa (5037)

იყო ასეთი დრო, სადაც არათუ სტატისტიკა, თამაშებსაც კი არ აჩვენებდნენ, დინამოს 81 წლის ტრიუმფიც კი არ იყიდეს, ტრანსლირება შეწყდა, სამაგიეროდ აქ საქართველოში იყო ნამდვილი ზეიმი, როდესაც იმ დღეს დანაშაულიც კი არ მომხდარა იმ დღეს, კი ბატონო პანტიანში გავდიოდით დიდი ფეხბურთების სანახავად, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ჩვენი ფეხბურთი გვქონდა, ჩვენი 9, 10,11 თუ სხვა ნომრიანი კუმირები გვყვავდნენ. მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, შენგელია, ჩივაძე, დარასელია, მაჩაიაძე....და ის ემოცია ჩვენს ქართველებზე გადადიოდა. დღეს ფეხბურთი არ გვაქვს და მთელი ემოცია მიდის ბარსა-რეალზე მილან-იუვეზე, კრიშტიანუზე, მესიზე, ნეიმარზე. უხვადვე იყიდება ამ გუნდის მაისურები, უხვადვე გაიგებ ყოველდღიურ ცხოვრებას დიდ კლუბებზე.... ამასობაში ჩვენი ჩემპიონატი იმ დონეზეა, როდესაც 80 იანებში მაგალითად გორის ქართლი საქართველოს პირველობაზე ეთამაშებოდა ოზურგეთის მერცხალს (ამ გუნდებში ჰობად რომ ქონდათ ფეხბურთის სიყვარული, ის ხალხი თამაშბდა), ხოლო სსრკ-ს მე-2 ლიგის (მე-9 ზონა, სადაც ქართული გუნდები იყვნენ) და პირველი ლიგის გუნდების დონეც კი ძაან მაღლად იდგა დღევანდელთან შედარებით. აი ეს რეალობაა მუხტი დიდი და საკუთარი არ გვაქვს, სამაგიეროდ, მაშინ სატელევიზიო მუხტი ნული, სამაგიეროდ ჩვენი ხარისხი მსოფლიო დონის

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.075248