ჩოგბურთი

17:40 | 17.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა

დიდი სლემის 19-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის მოგების შემდეგ წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა, აღნიშნულ ინფორმაციას ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ფედერერი მეორე მოთამაშეა, ნადალის შემდეგ, ვინც ლონდონში ითამაშებს.

აღნიშნული ტურნირი 12-19 ნოემბერს ლონდონში გაიმართება.

წლის შემაჯამებელი ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ როჯერ ფედერერს აქვს მოგებული (2003, 2004, 2006, 2007, 2010, 2011)

0.128003