ფეხბურთი

14:00 | 17.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "მილანს" რენატუ აინტერესებს"

იტალიური “მილანი” მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის, რენატუ სანჩესის გადაბირებას ცდილობს. აღნიშნული ინფორმაცია კარლ-ჰაინც რუმენიგემ ოფიციალურად დაადასტურა:

“შემიძლია დავადასტურო, რომ “მილანმა” რენატუ სანჩესის თაობაზე მოგვმართა, მაგრამ ფინანსური დეტალების გამო შეთანხმება ჯერ არ შემდგარა”, - თქვა რუმენიგემ.

როგორც ირკვევა, “როსონერის” 20 წლის პორტუგალიელის დამატება იჯარის წესით სურს. შეგახსენებთ, სანჩესი “ბაიერნში” ერთი წლის წინ “ბენფიკადან” გადავიდა, თუმცა კარლო ანჩელოტი სათამაშო დროს იშვიათად აძლევდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111525