ავტოსპორტი

22:53 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის ზედიზედ მეოთხე ტრიუმფი სილვერსტოუნზე

ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლა, რომლის ბოლო წრეებზეც, „ფერარის“ პილოტებს იღბალმა ზურგი აქცია. ჰამილტონმა საშინაი რბოლა ზედიზედ მეოთხედ, კარიერაში კი მეხუთედ მოიგო და ლეგენდარული ჯიმი კლარკის მიღწევა გაიმეორა. მან პოულიდან ფინიშამდე, მოწინავე პოზიცია წამითაც არავის დაუთმო და ბოლოს უსწრაფესი წრეც დააფიქსირა.
ბრიტანლი მრბოლისთვის ეს ფ1-ში მოპოვებული 57-ე გამარჯვებაა, რითაც მინიმუმადე შეამცირა სებასტიან ფეტელთან ჩამორჩენა. „ფერარის“ პილოტების უიღბლობის წყალობით, „მერსედესმა“ დუბლი შეასრულა - მეორე ადგილი ვალტერი ბოტასმა დაიკავა, ვინც რბოლა მეცხრე პოზიციიდან დაიწყო (გადაცემათა კოლოფის ურიგოდ შეცვლის გამო). ის გამარჯვებულს 14 წამით ჩამორჩა.

„ამ უქმეების დროს წარმოუდგენელ მხარდაჭერას ვგრძნობდი და ვამაყობ იმით, რომ ეს თქვენთვის შევძელი. გუნდმა უშეცდომოდ იმუშავა, ვალტერიმაც შესანიშნავად იასპარეზა. მოკლედ, საუკეთესო რბოლა გვქონდა“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიის და ჯენსონ ბატონთან სახელდახელო ინტერვიუს შემდეგ, მაყურებლებთან ჩავიდა და მათ ხელებზე ილივლივა.

რაც შეეხება „ფერარის“ პილოტების უიღბლობას. 49-ე წრეზე რაიკონენის მანქანაზე წინა მარცხენა ბორბალი დაეშვა. ამ დროს ის მეორე იყო, მაგრამ ბორბალის დაზიანების გამო, ბოტასს მისი გასწრება არ გასჭირვებია. უფრო მეტიც, კიმის თანაგუნდელმაც გაასწრო. მაგრამ ერთი წრის შემდეგ, იგივე ბორბალი ფეტელსაც დაუზიანდა. ორივეს ბოქსებში შესავლამ მოუწია და თუ ფინელმა მესამე ადგილის შენარჩუნება მაინც შეძლო, ფეტელს ნაკლებად გაუმართლა და მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

„არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ ეს მოხდებოდა. ბოლო ოც წრეზე ვიბრაციები იგრძნობოდა, მაგრამ გაუარესება არ მომხდარა. საბურავები გადასარევად არ მუშაობდა, მაგრამ მეტნაკლებად ყოველთვის ასეა“, - განაცხადა ფეტელმა.

მომდევნო ეტაპს ორ კვირაში ბუდაპეშტის ჰუნგარორინგი უმასპინძლებს.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი, დისტანცია 306.198 კმ (5.891კმ, 51 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:21:27.430
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) +00:14.063
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:36.570
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:52.125
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 01:05.955
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 01:08.109
  7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 01:33.989
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  11. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  14. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  15. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  16. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  17. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1 წრე

გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 19 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 51 წრე

გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 51 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:30.621, 48-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ფეტელი - 177 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 176; 3. ვალტერი ბოტასი - 154; 4. დანიელ რიკარდო - 117; 5. კიმი რაიკონენი - 98; 6. მაქს ფერსტაპენი - 57; 7. სერხიო პერესი - 52; 8. ესტებან ოკონი - 43; 9. კარლოს საინსი - 29; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 26; 11. ფელიპე მასა - 23; 12. ლანს სტროლი - 18; 13. რომენ გროჟანი - 18; 14. კევინ მაგნუსენი - 11; 15. პასკალ ვერლაინი - 5; 16. დანილ კვიატი - 4; 17. ფერნანდო ალონსო - 2

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 330 ქულა; 2. ფერარი - 275; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 174; 4. ფორს ინდა-მერსედესი - 95; 5. უილიამს-მერსედესი - 41; 6. ტორო როსო-რენო - 33; 7. ჰაას-ფერარი - 29; 8. რენო - 26; 9. ზაუბერ-ფერარი - 5; 10. მაკლარენ-ჰონდა - 2

0.266177