სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

20:57 | 16.07.2017 | ნანახია 2700 - ჯერ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში ჩავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები პოდჩეტრტეკშია, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალურ შეკრებაზე გადავიდა. სლოვენიის ეს მყუდრო დაბა იდეალური ადგილია მოსამზადებლად. საქართველოს ნაკრებიც უკვე მე-5 წელია, პოდჩეტრტეკის კომფორტულ სასტუმრო-სპორტკომპლექსში გადის შეკრებას და ყოველთვის, გუნდს მომზადების მხრივ პრობლემები არ შექმნია.

საქართველოს ნაკრები პოდჩეტრტეკში დღეს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ჩავიდა, სადაც გუნდს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა დახვდა. სპორტულიეკიპირების კომპანია Spalding-თან თანამშრომლობა გრძელდება და ამ ფირმის წარმომადგენლებმა ნაკრების თითოეულ წევრს სახელდახელოდ ჩანთაში ჩალაგებული სრული ამუნიცია სასტუმროში დაახვედრეს.

სასტუმრო „ტერმე ოლიმპიაში“ მისვლისთანავე ნაკრების წევრებმა ისადილეს და დასასველებლად ნომრებს მიაშურეს. მთავარმმწვრთნელმა-ილიას ზუროსმა საღამოს 7 საათზე ვარჯიში დანიშნა, რომელიც არა დასატვირთად დაკომბინაციების დასამუშვებლად, არამედ მგზავრობით დაღლილი კუნთების მოსადუნებლად იქნება განკუთვნილი.

ნაკრებთან არ იმყოფება ზაზა ფაჩულია, რომელიც გუნდს თბილისშიდაბრუნების შემდეგ - 7 აგვისოს შეუერთდება. გოგა ბითაძე პოდჩეტრტეკში 24 ივლისს ჩავა, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს დღეს შეუერთდება.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:22 | 17.07.2017
iloreli (1371)

შერმადინს გრძელ კარიდორში დააწვენენ.
წარმატებები ბიჭებს

00:51 | 17.07.2017
პანტელეიმონი (2986)

ნაყოფიერ ვარჯიშს გისურვებთ ! ! !

00:33 | 17.07.2017
ogafa (4352)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.08699