სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

20:26 | 16.07.2017 | ნანახია 4302 - ჯერ

20-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონია გაანადგურა და პლეიოფს მიუახლოვდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გასვლამდე ალბანეთის ძლევა აკლია. ტურნირის სადებიუტო მატჩში მასპინძლებთან დამარცხების შემდეგ, ნიკო ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ მალტას მოუგო, დღეს კი მაკედონიასაც სძლია და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ალბანეთსაც თუ მოუგებს,მეორე ადგილს გაინაღდებს.

არსებობს მცირე შანსი, რომ საქართველომ პირველი ადგილი დიკავოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხვალ მაკედონია რუმინეთს ქულათა გარკვეული ოდენობით მოუგებს, თუმცა ამაზე ახლა საუბარი არასერიოზულია. ქართველებმა მაკედნიას საკმაოდ იოლად მოუგეს. ბალკანელებმა საბოლოოდ დიდი სხვაობით წააგეს, თუმცა 3 პერიოდის განმავლობაში ქართველებს სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდნენ.

საქართველომ მაკედონიელები ბოლო პერიოდში გატეხა, რომელიც 24:7 მოუგო და საბოლოოდ 30 ქულით - 78:48. ჩვენს გუნდში შეუჩერებელი იყო დავით ახაზავა, რომელმაც 34 წუთში 27 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა თამაშიდან 13-დან 11 სროლა ჩააგდო. 17 ქულა ჩააგდო გოგა ბითაძემ, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ ქართველებს 11 ქულა შეაშველა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლოტურის მატჩს 17 ივლისს, თბილისის დროით 12:45 საათზე, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც დიდი ალბათობით ხორვატია იქნება.

საქართელო - მაკედონია 78:48 (სტატისტიკა)

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:14 | 17.07.2017
levani82 (39916)

მაკედონიას სამიანებს კარგად ვერ ისროდნენ და ჩვენი თამაში კარგად ასე იმიტომ გამოჩნდა

11:33 | 17.07.2017
sabonis (6073)

კარგაი, მარა ხორვატიაზე გასვლა არ მიმწონს.

00:49 | 17.07.2017
პანტელეიმონი (2986)

+1

00:24 | 17.07.2017
ogafa (4352)

ყოჩაღ

00:21 | 17.07.2017
davit-tg (612)

რუმინეთტან ცუდა ითამაშეს ბოლო მეოთხედე,საერთო შთაბეჭდილება ისეთი დამრჩა რომ ჩვენ მათზე ძლიერები ვართ უბრალოდ ის ბოლო მეოთხედი ჩავაგდეთ.წარმატება ბიჭებს

21:35 | 16.07.2017
vaxo22 (722)

რუმინეთთან საშინელი ხარისხის თამაში იყო მალტასთან არაუშავდა , მაკედონიასთან წინებთან შედარებით უფრო კარგად წარმოჩინდნენ ესე ჩანს რომ ნელ ნელა უმატებენ თამაშიდან თამაშამდე

22:26 | 16.07.2017
bombei (243)

სამივე თამაში საშინელი ხარისხის იყო, ერთი 3 ქულიანი მთელ თამაშში, ესე ხორვატია +30 მოგვიგებს

00:43 | 17.07.2017
vaxo22 (722)

3ივე ცუდი ხარისხის იყო მაგრამ მალტასთან უფრო კარგი იყო ვიდრე რუმინეთტან და მაკედონიასთან უფრო კარგი ვიდრე მალტასთან ნელ ნელა უმატებენ

22:55 | 16.07.2017
sabonis (6073)

ხო ეგ მართლა ცუდია ერთი სამიანი რა უბედურებაა.

20:41 | 16.07.2017
ilia_juventus (794)

ღოჩაღ ბიჭებს . !! ტურნირი უნდა დადოთ

20:40 | 16.07.2017
vaxo22 (722)

ისიანი ნორმალური იყო დღეს მაგრამ მალე დაიმტვრა და აღარ შემოსულა

20:55 | 16.07.2017
sabonis (6073)

პოტენციალი აშკარათ აქ, იმედია ტრამვა არაა სერიოზული.

20:36 | 16.07.2017
sabonis (6073)

როგორც იქნა გამოჩნდა ახალგაზრდებში კაი გამთამაშებელი აფხაზავას სახით, იმედია გააგრძელებს პროგრესს. ამ ისიანს რა დაემართა თითქოს დიდი კალათბურთი უნდა ეთამაშა, იმედია დროებით ჩავარდნა აქ.

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.096033