ჩოგბურთი

19:09 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა დიდი სლემის მე-19 ტიტული მოიპოვა

35 წლის შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა კარიერაში სარეკორდო მე-19 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა.

როჯერმა უიმბლდონის ფინალში მარტივად ხორვატი მარინ ჩილიჩი 6:3, 6:1, 6:4 დაამარცხა და უიმბლდონი კარიერაში მერვედ მოიგო, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ჩილიჩს ფეხის ტრავმა აწუხებდა და ამანაც ხორვატის თამაშს დაღი დაასვა.

შეხვედრა საათსა და 43 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ფედერერმა ტურნირი სეტ-წაუგებლად ჩაატარა.

როჯერმა პირველად უიმბლდონი 2003 წელს მოიგო (2004, 2005, 2006, 2007, 2009, 2012, 2017)

ფედერერს ერთეულთა თანრიგში სულ 93 მოგებული ტურნირი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით შვეიცარიელი მესამე ადგილზე, მეორეზე 94 ტიტულით ჯონ მაკინროია, პირველ ადგილს 109 ტურნირით ჯიმი კონორსი იკავებს.

ფედერერმა ამ გამარჯვებით 2 200 000 ფუნტი სტერლინგი და 2000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119531