სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

15:38 | 15.07.2017 | ნანახია 660 - ჯერ

გოგონათა ნაკრები კლაიპედისკენ, ტყიბულის გავლით

ჩვიდმეტწლამდელ გოგონათა ნაკრები ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომლის ერთ-ერთი ტურნირი 14-20 აგვისტოს გაიმართება კლაიპედაში, ლიტვა. ნაკრების მთავარ მწვრთნელად ახლახან დაინიშნა ფოთის ხელბურთის კლუბ „ოქროს ვერძის“ ხელმძღვანელი, დარეჯან გეფერიძე.

გეფერიძესთან ერთად გუნდში მუშაობენ გელა ჟვანია და ინა ჭკუასელი. ნაკრებს 20-29 ივლისს საწვრთნელი შეკრება ექნება ტყიბულში, სადაც მშვენიერი დარბაზია. იქ ახლა ჩვენს ჭაბუკთა ნაკრები ვარჯიშობს მსოფლიო ჩემპიონატის წინ.

დარეჯან გეფერიძე (დ. 1953) მთელი ცხოვრება ხელბურთშია. იყო წევრი საქართველოს იმ ნაკრებისა, რომელმაც 1979 წელს საბჭოთა კავშირის სპარტაკიადაზე ნორვეგიის ქალთა ნაკრები დაამარცხა. მისი კლუბი, “ოქროს ვერძი“ ამ ასაკში, 2000 წლებში და გვიან დაბადებულთა შორის საქართველოს ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულია და ნაკრებში დიდი წარმომადგენლობაც ჰყავს.

დარეჯან გეფერიძე: - 17-წლამდელთა ნაკრები 2017 წლის დასაწყისში შეიქმნა და უკვე მოასწრო 5 საერთაშორისო მატჩის გამართვა - თბილისში ორჯერ ეთამაშა სომხეთს, საფრანგეთში - ლუქსემბურგელ თანატოლებს და შემდეგ ორმატჩიანი ტურნე ჰქონდა ისრაელში. ნაკრების 22-მოთამაშიანი სია ევროპის ფედერაციაში უკვე გაგზავნილი გვაქვს, ტყიბულის შეკრების შემდეგ კი იმ 16 ხელბურთელსაც დავადგენთ, ვინც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ტყიბულში წასვლამდე ნაყოფიერად ვვარჯიშობდით თბილისში, სპორტკომპლექს არენაში.

ამ ასაკის საქართველოს ჩემპიონატზე წლეულს 9 გუნდი თამაშობდა და მათგან შვიდს აქვს წარმომადგენლობა ნაკრებში. სამწუხაროდ, ტრავმების გამო დაგვაკლდება 3 მოთამაშე - ელენე ჯავახიშვილი, ნინო გაგნიძე და ნინო ჯიშკარიანი. მათგან მინიმუმ ორი დამწყები შვიდეულის წევრი იქნებოდა, მაგრა ტრავმები სპორტის შემადგენელი ნაწილია და ვერაფერს გავაწყობთ. ახლაც გვყავს რამდენიმე ტრავმირებული, მაგრამ ვეცდებით, რომ აგვისტოსთვის ყველა მწყობრში იყოს.

ამ ევროპის ჩემპიონატის ასაკობრივი კატეგორიაა 2000 წელსა და გვიან დაბადებულები, ჩვენ კი სულ 6 მოთამაშე გვყავს 17 წლის, უმეტესობა 15-16 წლისაა და ორი გოგონა 2003 წელსაა დაბადებული. ლიტვის ტურნირის გამარჯვებული მოიპოვებს ორი წლის შემდეგ, 19-წლამდელთა ევროზე უძლიერეს 16 გუნდში თმაშის უფლებას. ვერ შეგპირდებით, რომ ჩვენ ეს მიზანი გვექნება, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ ვიბრძოლებთ ყველა მატჩში და მოსაგების მოგებას ვეცდებით. ასაკობრივი ნაკრების მთავარი მიზანი უნდა იყოს ეროვნული გუნდისთვის მოთამაშეების მომზადება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენ უკვე გვყავს ორი ასაკობრივი ნაკრები და მათ უკვე პირველი ნაბიჯებიც გადადგეს ეროვნულ გუნდში.

საქართველოს ნაკრები. ქალები 17წ

მეკარეები: მარიამ ჩავჩიძე (წყალტუბო), ხატია ჯიქურაშვილი (პეგასი), მარინა არაბაჯევი (ქარიშხალა)

მოთამაშეები: ნინო სურგულაძე, ნენო ჯგერენაია, მარიამ გვათუა, ლანა გოგია, ციცინო ბჟალავა (ფოთი), ანა ქებაძე, ელისაბედ ჩხაიძე, ანა კაპანაძე (პეგასი), ნინო შახულოვი, ქეთი იაშვილი (მამული), ანა ჩხაიძე, ქეთევან ცინცაძე, ქეთევან კერესელიძე, მარიამ ცინცაძე, ჟუჟუნა ხმელაძე (ქარიშხალა), ჯულია ჩირგაძე (წყალტუბო), ანა დოლიძე, ხატია ქამაშიძე (აჭარა), სოფიკო ტყეშელაშვილი (სამტრედია)

მთავარი მწვრთნელი: დარეჯან გეფერიძე, მწვრთნელები გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, მენეჯერი ლანა მარგიანი

ევროპის ჩემპიონატი 2017. 17წ, ქალები

ჩემპიონატი ლიტვაში (კლაიპედა), 14-20 აგვისტო

A ჯგუფი: პორტუგალია, ბელარუსი, თურქეთი, იტალია, საქართველო

B ჯგუფი: უკრაინა, ლიტვა, ფინეთი, ლატვია, ბრიტანეთი

14 აგვისტო: თურქეთი-საქართველო, 15 აგვისტო: საქართველო-პორტუგალია, 16 აგვისტო: იტალია-საქართველო, 18 აგვისტო: ბელარუსი-საქართველო, 20 აგვისტო: ფინალები

ჩემპიონატი მაკედონიაში (სკოპიე), 31ივლისი-8 აგვისტო:

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, შვეიცარია, საბერძნეთი, ფარერები

B ჯგუფი: სლოვენია, ბულგარეთი, ისლანდია, ისრაელი, კოსოვო

უძლიერესი 16, 10-20 აგვისტო, სლოვაკეთი (მიჰალოვცე): რუსეთი, დანია, ნორვეგია საფრანგეთი, შვედეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, რუმინეთი, გერმანია, ხორვატია, სერბეთი, ავსტრია, მონტენეგრო, სლოვაკეთი, ჩეხეთი

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:53 | 15.07.2017
პანტელეიმონი (2986)

წარმატებას გისურვებთ გოგონებო ! ! !

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.084892